png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პუტინის "ზავი" ზურგში მოკვლა და სიჩუმის იმიტირებაა - პოდოლიაკი

  • მსოფლიო
  • 06.01.2023
  • 20:21
პუტინის "ზავი" ზურგში მოკვლა და სიჩუმის იმიტირებაა - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან არანაირი „საშობაო ზავი“ არ არსებობს.

მისი თქმით, ე.წ. საშობაო ზავის შესახებ პუტინისა და მისი თავდაცვის სამინისტროს განცხადებებისა, 6 იანვარს უკრაინის მთელს ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რის გამოც ბავშვებს ცივ ბომბსაფარებში გადასვლა მოუწიათ, ხერსონში კი რუსებმა სახანძრო-სამაშველო სადგურები დაბომბეს.

„6 იანვარს, მთელს უკრაინაში საჰაერო განგაშია. ბავშვები ცივ ბომბსაფარებში არიან, ხერსონში იერიში მიიტანეს სახანძრო სადგურზე. ეს არის რუსული „ზავის“ არსი, ზურგში მოკვლა, სიჩუმის იმიტირება. ამიტომ „არასდროს“... არასდროს მიიღოთ რუსეთის სიტყვები სერიოზულად. ეს ყოველთვის პრიმიტიული, ცინიკური ტყუილია“, - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე

6 იანვარს შუადღის შემდეგ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში 2 საათს გაგრძელდა.

ამის გარდა რუსები მეორე დღეა ბომბავენ სახანზრო სამაშველო სამსახურებს ხერსონში, არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 6 იანვარს 12 საათიდან პუტინის ბრძანების თანახმად, „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი“ დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში საშობაოდ ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. ე.წ. საშობაო ზავის ინიციატივით თავდაპირველად რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთს სურს, რომ შობა გამოიყენოს, რათა დონბასში უკრაინელების წინსვლა შეაჩეროს და ამ პერიოდს განახლებული ძალებით ომის გასაგრძელებლად გამოიყენებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge