მე-15 კენჭისყრის შედეგად, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკკარტი გახდა
- მსოფლიო
- 07.01.2023
- 12:23
მე-15 კენჭისყრის შედეგად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელი კევინ მაკარტი სპიკერად აირჩიეს.
მაკკარტის კანდიდატურას 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 212 იყო.
ბოლო 163 წლის განმავლობაში, ეს კონგრესის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი არჩევნები იყო.
კევინ მაკარტის სპიკერად არჩევა უკვე მიულოცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მასთან თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
მაკკარტი ექსსპიკერი, დემოკრატი ნენსი პელოსის მოვალეობას გადაიბარებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200