გერმანიაში ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი ირანელი დააკავეს
- მსოფლიო
- 08.01.2023
- 14:40
გერმანიაში ირანელი კაცი დააკავეს, რომელიც ტერორისტული თავდასხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
32 წლის კაცი, რომელსაც ირანის მოქალაქეობა აქვს რაინ-ვესტფალიის მხარეში, კასტროპ-რაუქსელში, აიყვანეს.
მედიის ცნობით, კაცმა, სავარაუდოდ, ციანიდისა და რიცინის დაუზუსტებელი რაოდენობის ტოქსინები ისლამისტური თავდასხმის მოსამზადებლად შეიძინა. პოლიციამ მასალები ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას იპოვა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია ეჭვმიტანილის ძმის დაკავების შესახებაც.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200