png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინამ მოსკოვის განცხადებას კრამატორსკზე დარტყმის შედეგად 600 უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ, სიცრუე უწოდა

  • მსოფლიო
  • 08.01.2023
  • 20:39
უკრაინამ მოსკოვის განცხადებას კრამატორსკზე დარტყმის შედეგად 600 უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ, სიცრუე უწოდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელი სერგეი ჩერევატი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება კრამატორსკის დაბომბვის შედეგად 600 უკრაინელი სამხედროს დაღუპვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს ინფორმაცია ისეთივე სიმართლეა, როგორც ის მონაცემები, რომ მათ გაანადგურეს ყველა ჩვენი HIMARS“, - განაცხადა ჩერევატიმ.

მოსკოვის განცხადებებს კრამატორსკზე დარტყმის შედეგად უკრაინის დიდი დანაკარგის შესახებ, უკრაინის შეირაღებულ ძალებში „საინფორმაციო ოპერაცია“ უწოდეს.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კრამატორსკზე დარტყმების შესახებ განაცხადა და ქალაქზე იერიშს  „შურისძიების ოპერაცია“ უწოდა მაკიივკაში რუსი სამხედროების დახოცვისთვის

„კრამატორსკში უკრაინის ჯარების ქვედანაყოების დროებითი დისლოკაციის პუნქტებზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, განადგურებულია 600-ზე მეტი ჯარისკაცი“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრს წარმომადგენელმა.

ამასთან, კრამატორსკზე მიტანილი იერიშის შესახებ განცხადება გაავრცელა ქალაქის მერმა ალექსანდრ გონჩარენკომ.

მის ფეისბუქპოსტში საუბარია რვა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლისა და ორი სასწავლო დაწესებულების დაზიანების შესახებ. მისივე ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის, დაღუპული და დაჭრილი უკრაინელი სამხედროების შესახებ კი ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი.

შეგახსენებთ, მაკიივკაში რუსული ბაზის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში 1-ელ იანვარს მიიტანა. უკრაინის მხარის განცხადებით, დაიღუპა 400-მდე რუსი ჯარისკაცი, რუსეტის თავდაცვის სამინისტრომ კი მხოლოდ 89 სამხედროს დაღუპვა აღიარა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge