primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

რა სჭირდება ავტომობილს თოვლიან გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილებისათვის - „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები

  • საზოგადოება
  • 10.01.2023
  • 18:26
რა სჭირდება ავტომობილს თოვლიან გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილებისათვის - „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები

იანვარში ჰაერის ტემპერატურა 0 C°-იან ნიშნულს ჩამოსცდა, ქალაქში უკვე თოვლიც გამოჩნდა და, შესაბამისად, ავტომობილით გადაადგილებაც მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. დაბალი ტემპერატურის დადგომასთან ერთად, ავტომობილის ბევრი დეტალი გამოდის მწყობრიდან. თუ თქვენი ავტომობილი ზამთრის გზებზე გადასაადგილებლად გამართული არ არის, მაშინ დროა ეწვიოთ „თეგეტა მოტორსის“   ფილიალებს და არსებული შეთავაზებების დახმარებით საქმე გაიმარტივოთ.

30%-იანი ქეშბექი საბურავების სრულ ასორტიმენტზე და სპეციალური ფასები კონკრეტულ მოდელებზე

თოვლიან და მოყინულ გზაზე მოძრაობისთვის მომზადება ჯობს, საბურავის შეცვლით დაიწყოთ. საბურავი ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელიც გზის ზედაპირს უშუალოდ ეხება და მისი სწორად შერჩევა აუცილებელია იმისათვის, რომ  გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილდებოდეთ. ზაფხულის სეზონისთვის განკუთვნილი საბურავებით დათოვლილ გზაზე ავტომობილის მართვაზე კონტროლის დაკარგვის ალბათობა იზრდება.

ზამთრის საბურავების ზედაპირი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე აქტიურდება. შემადგენელი ნივთიერების გააქტიურება კი საიმედო მოჭიდების წინაპირობაა.

 „თეგეტა მოტორსში“ 31 იანვრის ჩათვლით საბურავების სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ქეშბექი მოქმედებს, ხოლო კონკრეტულ მოდელებზე სპეციალური ფასები დაგხვდებათ.

20%-იანი ფასდაკლება MONBAT-ისა და VARTA-ს აკუმულატორებზე

კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც შეიძლება ყინვამ დაგვიზიანოს, არის მცირერესურსიანი ან დაბალი ხარისხის აკუმულატორი. მწყობრიდან გამოსული აკუმულატორით კი შეუძლებელია ავტომობილის დაქოქვა. სწორედ ამიტომ აუცილებელია, შეამოწმოთ აკუმულატორის რესურსი და საჭიროების შემთხვევაში ძველი ახლით ჩაანაცვლოთ.

 „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აკუმულატორის რესურსის შემოწმება უფასოდ არის შესაძლებელი. შეცვლის საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლებლობა გექნებათ, საუკეთესო ხარისხის VARTA-სა და MONBAT-ის აკუმულატორი 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ. ეს შეთავაზება აღნიშნულ პროდუქციაზე 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

20%-იან ფასდაკლებას ATE-ს ბრენდის ხუნდებზე

სამუხრუჭე სისტემას უდიდესი როლი ეკისრება ავტომობილის უსაფრთხოდ გადაადგილებაში. თოვლიან საფარზე დაბალი ტემპერატურის პირობებში მოძრაობა გართულებულია და განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. თქვენი მშვიდი გადაადგილებისათვის „თეგეტა მოტორსი“  31 იანვრამდე 20%-იანი ფასდაკლებას გთავაზობთ ATE-ს უმაღლესი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდებზეც.

არსებულ შეთავაზებებთან ერთად, 31 იანვრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს MOTUL-ის ზეთებზე, ULTRA 1 PLUS ზეთებზე კი 30%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ.

ასევე 31 იანვრის ჩათვლით 20%-იანი ფასდაკლება შეეხება SONAX-ის ავტომობილის მოვლის საშუალებების სრულ ასორტიმენტსა და TOPTUL-ისა და RING-ის ხელსაწყოებს.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge