png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინისთვის იარაღის გადაცემის საფასურად, აშშ საქართველოს უკეთეს იარაღს მისცემდა - გიგა ბოკერია

  • კომენტარები
  • 10.01.2023
  • 19:39
უკრაინისთვის იარაღის გადაცემის საფასურად, აშშ საქართველოს უკეთეს იარაღს მისცემდა - გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2007 წელს საქართველოს უკრაინისგან ბუკის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია და ქვეყანამ ის მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო. 

"მთელი ეს პროპაგანდა, რომ ვითომ ვიღაცამ თქვა, უსასყიდლოდ გადაეცა და ჩვენ რატომ უნდა გადავცეთ არის დამყარებული სიცრუეზე და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მორიგი მცდელობაა", - აცხადებს ბოკერია.

მისი თქმით, უკრაინისთვის იარაღის გადაცემის საფასურად, აშშ საქართველოს უკეთეს იარაღს მისცემდა.

"2008 წელს პრობლემა იყო ნებისმიერი ლეგალური ფორმით იარაღის შესყიდვა საქართველოსვის, იმიტომ, რომ რუსეთი აწარმოებდა წნეხს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდა და მათ სამწუხაროდ ჰქონდათ გავლენა ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოზე, რათა შეეზღუდათ საქართველოს შესაზლებლობები. ჩვენთვის, ვისთვისაც აშკარა იყო, რომ რუსეთის აგრესია ახლოვდებოდა, პრინციპულ საკითხი იყო, ვინმეს ჩვენთვის პოლიტიკურ ხელს გაეწოდა და საფასურის სანაცვლოდ მოეცა სერიოზულ იარაღი და ეს გააკეთა უკრაინამ. არც ახლა ითხოვდა არავინ უფასოდ რამის გადაცემას, ოღონდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ჟესტი იქნებოდა, უკრაინისთვის გადაცემა ამ იარაღის, რომელიც მას დღეს სჭირდება და ამის საფასურად საქართველო უკეთეს იარაღს მიიღებდა აშშ-სგან". – ამბობს ბოკერია.

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის თქმით, კიევმა თბილსს სთხოვა "ბუკის" სარაკეტო კომპლექსების გადაცემა, რომლებიც საქართველოს გადასცა 2008 წლის ომის დროს და ასევე, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის მიწოდებულ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს "ჯაველინი". უკრაინელი დიპლომატის თანახმად, აშშ თანახმა იყო, რომ საქართველოს "ჯაველინები" უკრაინისთვის გადაეცა ახალი კომპლექსების სანაცვლოდ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge