png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სააკაშვილს აქვს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი - ამერიკელი ექსპერტი

  • სამართალი
  • 11.01.2023
  • 16:41
სააკაშვილს აქვს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი - ამერიკელი ექსპერტი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე ამერიკელი გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი იკითხება.

გასტროენტეროლოგი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი კუჭის კიბოს განვითარების რისკის ქვეშაა - მას აქვს მომატებული რისკი კუჭის კიბოს განვითარების. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა სრულად შევაფასოთ ეს რისკი, რამდენადაც არაადეკვატური კვლევა იყო ჩატარებული - განაცხადა სტიუარტ ფინკელმა.

ექიმის თქმით, ის დაავადებები, რაც სააკაშვილს აქვს, მის შიმშილობას არ გამოუწვევია და ეს არასწორი მკურნალობის შედეგია.

"ჩემი აზრით, ეს დაავადებები, განსაკუთრებით კი კახექსია და მალაბსორბცია იმ შიმშილობასთან დაკავშირებული არ არის, რომელიც მან დაპატიმრების დღიდან განახორციელა. ჩემი თვალსაზრისით, ეს მდგომარეობები მას შემდეგ განვითარდა, რაც ის დააპატიმრეს, სიმპტომები კი 2021 წლის ნოემბრის ბოლოს გამოუვლინდა. სააკაშვილმა არასწორი მკურნალობა მიიღო. ჩემს ანგარიშში დავწერე, რომ მე ინფორმირებული არ ვიყავი იმ ზოგიერთი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც მას აძლევდნენ. მაგალითად, მას ბევრ ისეთ წამალს ასმევდნენ, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდული წამლების სახელითაა ცნობილი. ეს ის მედიკამენტებია, რომლებიც ძირითადად ტკივილის გაყუჩების ფუნქციას ასრულებენ, მათ საწინააღმდეგო ჩვენება გააჩნიათ და ის არ უნდა მიეცეს ისეთ პაციენტს, რომელსაც ისტორიაში წყლული ჰქონდა, ან ამჟამადაც აქვს". - თქვა სტიუარტ ფინკელმა.

ადვოკატებმა ექიმს ჰკითხეს, შეიძლებოდა, თუ არა სააკაშვილისთვის მედიკამენტების, მათ შორის იბუპროფენი, კეტოროლაკი, კოქსიქეა და კეცის მიემა, რაზეც ექიმმა უპასუხა: "ეს წამლები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, სააკაშვილისთვის არ უნდა მიეცათ, იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ ჩვენებები არსებობს. ამ მედიკამენტებს შეუძლიათ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმონ და გააუარესონ".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge