ზელენსკი ლვოვში ჩავიდა
- მსოფლიო
- 11.01.2023
- 17:40
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვოვში ჩავიდა.
"ლვოვში ვიზიტი დავიწყე ყველაზე მნიშვნელოვანი რამით - უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნის პატივისცემით. დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი თავისუფლებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის! დიდება უკრაინას!", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლვივის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს, ზელენსკიმ საკოორდინაციო შეხვედრა გამართა სახელმწიფო საზღვრის დაცვის მდგომარეობისა და უკრაინის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე არსებული ოპერატიული ვითარება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200