png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

  • ბიზნესი
  • 18.01.2023
  • 13:01
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანია „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში 2 საცხოვრებელ კორპუსს, 7 500 კვ.მ. ფართობზე აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 650 000 ლარს შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან უკვე 6 წელია ვთანამშრომლობთ და  მათთან პარტნიორობით თელავში ორ - 6 და 7 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ვაშენებთ, რომელიც მწვანე კარკასით ჩაბარდება. ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში. სამომავლოდაც საქართველოს ბანკთან პარტნიორობას ვგეგმავთ, და მჯერა, ერთობლივი ძალებით  კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს სამშენებლო სექტორის გაძლიერებას“, - განაცხადა სამშენებლო დეველოპერული კომპანია „დი ბი ეს ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე ბაკურაძემ.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს სამშენებლო და დეველოპერული პროექტების ხელშეწყობა წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია, მსგავსი სახის პროექტების განხორციელებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ.  გვჯერა რომ მსგავსი მხარდაჭერით ვეხმარებით აღნიშნულ სექტორს განვითარებაში, რეგიონს ეკონომიკის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. კომპანია ამჟამად 150 ადამიანს ასაქმებს, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. „დი ბი ეს ჯგუფს“ წარმატებას ვუსურვებთ საქმიანობაში, ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge