primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ლავროვს უხარია, რომ საქართველო კარგავს ევროპულ პერსპექტივას და ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება რუსეთის გუბერნია - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 18.01.2023
  • 20:16
ლავროვს უხარია, რომ საქართველო კარგავს ევროპულ პერსპექტივას და ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება რუსეთის გუბერნია - ნიკა მელია

ლავროვს უხარია, რომ საქართველო კარგავს ევროპულ პერსპექტივას და აღარ მალავს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება რუსეთის გუბერნია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია წერს.

"დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სრული სახელმწიფოებრივი და ეროვნული კატასტროფა- პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმი, კრიმინალ ლავროვის პირით მადლობას უცხადებს საქართველოს ხელისუფლებას. ეს არის პირდაპირი დადასტურება იმის, რომ საქართველოს მართავს არა დამოუკიდებელი მთავრობა, არამედ რუსული საოკუპაციო რეჟიმი.

კიდევ ერთხელ დავუკვირდეთ - სერგეი ლავროვი კმაყოფილია იმ ანტიდასავლური და შესაბამისად ანტიქართული პოლიტიკით, რასაც ატარებს რუსული ოცნება და რაც პირდაპირ გამორიცხავს საქართველოს უმთავრეს მისწრაფებებს, ეროვნულ ინტერესებს; ხელყოფს საქართველოს, როგორც სამშობლოს და როგორც სუვერენულ სახელმწიფოს.

რუსეთისადმი როგორც მეტროპოლიისადმი, ივანიშვილის გუნდის მარიონეტული დამოკიდებულება, არის პირდაპირი ღალატი, საქართველოს ისტორიის, მისი თანამედროვეობისა და მისი მომავლის. ხარობს რუსეთი დღეს იმით, რაც საქართველოში ხდება; ხარობს რუსეთ-საქართველოს კონტაქტების გაუმჯობესებით. ეს ხდება იმის ფონზე, როდესაც ცივილიზებული სამყაროდან რუსეთი სრულიად იზოლირებულია.

რუსეთი მარცხდება ომში უკრაინასთან და მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან, ამის ფონზე კი ასრულებს თავის მიზნებს საქართველოში, რბილი ძალისა და მათ მიერ მართული რუსული ოცნების ხელისუფლების მეშვეობით. ლავროვს უხარია, რომ საქართველო კარგავს ევროპულ პერსპექტივას და აღარ მალავს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება რუსეთის გუბერნია.

რუსეთს უხარია, რომ საქართველოში ოცნების ხელისუფლების ხელით კლავს თავისუფლებისათვის მებრძოლ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, კლავენ კიდევ ერთ პრეზიდენტს საქართველოში - რომელმაც უთხრა რუსეთის მსახურებას „არა“, კლავს ისევე როგორც დაგეგმა და განახორციელა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა.

რუსეთს უხარია, რომ მოახერხა და საქართველოს თანამედროვე, ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში შემოიტანა ბზარი და დაქსაქსულობა, მაშინ როდესაც საქართველო რომელიც დგას ისტორიულ გზაგასაყარზე, დგას ადგილზე საიდანაც ნაბიჯი უკან არის უფსკრულში გადაჩეხა. დღეს არის დაქსაქსულობა, იმ პარტიაშიც რომელიც ლოკომოტივის როლს უნდა ასრულებდეს, და ამ უფსკრულიდან ევროპისკენ მიუძღოდეს ქვეყანას.

ამ პარტიაში, ერთიან ნაციონალური მოძრაობაში, ახლა შიდა არჩევნებია. არჩევნები, რომელიც დროულად უნდა დასრულდეს. შემდეგ კი სწრაფი ცვლილებებით, ოპოზიციური ამომრჩევლისა და მთელი საზოგადოების კონსოლიდაციით, დავიწყებთ სწრაფ მოძრაობას წინ ევროპისაკენ! დღეს რაც ხდება საქართველოში უხარია რუსეთს!

ვერ გაიხარებს საქართველოში - ვერც რუსეთი, ვერც რუსული ოცნების მთავრობა და ვერც რუსეთის მიერ საქართველოში დამკვიდრებული მეთოდები.

გავიმარჯვებთ ღირსებითა და სიმართლით ყველა ჩვენს ბრძოლაში, მხოლოდ ასე დამარცხდება რუსეთი საქართველოში", წერს მელია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა: „საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge