აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, 2.5 მილიარდი დოლარის ღირებლების პაკეტს ამზადებს - CNN
- მსოფლიო
- 19.01.2023
- 12:39
აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, 2.5 მილიარდი დოლარის ღირებლების პაკეტს ამზადებს, რომელშიც Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანებიც შევა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ახალი სამხედრო დახმარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პაკეტია, რომელსაც უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიიღებს. გარდა აღნიშნულისა, პაკეტი შეიცავს Bradley-ს ტიპის საბრძოლო მანქანებს, ნაღმმედეგ ტექნიკას.
დახმარების პაკეტში ვერ მოხვდა შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტები და ტანკები, რომლებსაც უკრაინა უკვე დიდი ხანია, ითხოვს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200