png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროპის ბევრი ქვეყანა მზად არის, გადასცეს უკრაინას ტანკები, თუმცა ელოდება ერთი ქვეყნის ნებართვას - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 19.01.2023
  • 20:56
ევროპის ბევრი ქვეყანა მზად არის, გადასცეს უკრაინას ტანკები, თუმცა ელოდება ერთი ქვეყნის ნებართვას - ზელენსკი

ევროპის ბევრი ქვეყანა მზად არის, გადასცეს უკრაინას ტანკები, თუმცა ელოდება მათი მწარმოებელი ქვეყნის ნებართვას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბევრ ქვეყანას აქვს სურვილი, გადმოგვცეს ტანკები, თუმცა ელოდებიან შესაბამის დოკუმენტებს იმ სახელმწიფოებისგან, რომლებსაც ამის უფლება აქვთ. პოლონეთი მზად არის, ფინეთი, პორტუგალია, ესპანეთი და კიდევ საკმარისი რაოდენობის ქვეყნები მზად არიან, უზრუნველყონ უკრაინა მათ შეიარაღებაში არსებული მცირე რაოდენობის ტანკებით. მზად იყვნენ, ეს აქამდეც გაეკეთებინათ. ჩვენ ყველა ველოდებით ქვეყნის ნებართვას, რომელსაც ამა თუ იმ შესაბამისი ლიცენზიების უფლებები აქვს“,, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ზელენსკიმ იგულისხმა გერმანია, რომლის გადასაწყვეტია უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების გადაცემის საკითხი.

„ტანკების საკითხი აქტუალური რჩება. ის მრავალ მიზეზზეა დამოკიდებული და, სამწუხაროდ, არ არის დამოკიდებული უკრაინის სურვილზე. ჩვენ ვაწვებით პოლიტიკურად, თუმცა, რაც მთვარია ვაწვებით არგუმენტირებულად: რუსეთის ათასობით ტანკის წინააღმდეგ არ არის საკმარისი ჩვენი სამხედროების სიმამაცე და მოტივაცია. ჩვენ შესაბამისი იარაღი გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge