ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ - პრეზიდენტი
- საზოგადოება
- 20.01.2023
- 12:17
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს.
თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერეს პრეზიდენტი.
საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, დაჭრილია 5 ადამიანი. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200