png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბახმუტის დასაცავად უკრაინული არმიის ძალისხმევა, სავარაუდოდ, სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, მიუხედავად იმ ფასისა, რომელსაც უკრაინა იხდის - ISW

  • მსოფლიო
  • 22.01.2023
  • 12:31
ბახმუტის დასაცავად უკრაინული არმიის ძალისხმევა, სავარაუდოდ, სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, მიუხედავად იმ ფასისა, რომელსაც უკრაინა იხდის - ISW

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ქალაქ ბახმუტის დასაცავად უკრაინული არმიის ძალისხმევა, სავარაუდოდ, სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, მიუხედავად იმ ფასისა, რომელსაც უკრაინა იხდის.

„იმის მიუხედავად, რომ ხარჯები, რომლებიც ბახმუტის დაცვას უკავშირდება, დიდია და სავარაუდოდ, მოიცავს ალტერნატიულ ხარჯებსაც, რომელიც უკავშირდება პოტენციურ კონტრშეტევით ოპერაციებს სხვა ადგილებში, უკრაინა მნიშვნელოვნად დიდ ფასს გადაიხდიდა, რუსული ჯარებისთვის ბახმუტის იოლად აღების შესაძლებლობა რომ მიეცა.

თავად ბახმუტს არ გააჩნია ოპერატიული ან სტრატეგიული მნიშვნელობა, მაგრამ თუ კი მას რუსული ჯარი სწრაფად და იოლად აიღებდა, იმედი გაუჩნდებოდათ ფართო შეტევითი ოპერაციების განსახორციელებლად, რომელიც უკრაინას აიძულებდა საჩქაროდ აეგო თავდაცვითი პოზიციები ნაკლებად ხელსაყრელ ტერიტორიებზე“, - ნათქვამია ინსტიტუტის ანგარიშში.

ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ უკრაინის არმია მანამდე იყენებდა რუსების თანდათანობით დაღლის ანალოგიურ მოდელს, რის გამოც მცირე ტაქტიკური წარმატებების შედეგად მათი ოპერაციები გარკვეულ რაიონებში თვეების შემდეგ პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის დიდი დანაკარგებით სრულდებოდა.

„2022 წლის ზაფხულის დასაწყისში რუსეთის არმია რამდენიმე თვის განმავლობაში სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში ცდილობდა უკრაინის ეფექტური თავდაცვის გარღვევას. რუსებმა დაიკავეს ლისიჩანსკი, ამ რაიონიდან  მხოლოდ უკრაინის ჯარის ორგანიზებული გასვლის შემდეგ.

თუმცა ლისიჩანსკისა და ლუჰანსკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის დაკავება რუსეთის ძალებისთვის ოპერატიულად უმნიშვნელო მალევე აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში კი ამ რეგიონში უკრაინის თავდაცვის შედეგად ლუჰანსკის ოლქში რუსეთის შეტევა დასრულდა, რამაც დონბასში 2022 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე  რუსეთის შეტევითი ოპერაციების საერთო სტაგნაცია გამოიწვია“, - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ბახმუტში უკრაინის თავდაცვა სავარაუდოდ, გამოიწვევს ანალოგიურ შედეგს და აღნიშნავენ, რომ იმის მიუხედავად, რომ  რუსეთის ძალებს ამ რაიონში 2022 წლის მაისიდან გადაჰყავთ ცოცხალი ძალა და ტექნიკა, ჯერჯეობით ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან ოპერატიულ წარმატებებს, რომელიც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა უკრაინის თავდაცვას.

ISW-ში ფიქრობენ, რომ უკრაინის ძალები ბახმუტის რაიონში ეფექტურად აკავებენ რუსეთის არმიასა და ტექნიკას და ამით რუსულ ჯარს არ აძლევენ შესაძლებლობას აწარმოონ შეტევითი მოქმედებები სხვა მიმართულებებზე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge