png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვაშინგტონი და ნატო თუ მიაწოდებენ უკრაინას იარაღს, რომელსაც კიევი მშვიდობიან ქალაქებზე შეტევისთვის გამოიყენებს, ეს მიგვიყვანს უფრო მძლავრი იარაღის გამოყენებამდე - დუმის სპიკერი

  • მსოფლიო
  • 22.01.2023
  • 14:41
ვაშინგტონი და ნატო თუ მიაწოდებენ უკრაინას იარაღს, რომელსაც კიევი მშვიდობიან ქალაქებზე შეტევისთვის გამოიყენებს, ეს მიგვიყვანს უფრო მძლავრი იარაღის გამოყენებამდე - დუმის სპიკერი

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი თანამედროვე იარაღის უკრაინისთვის მიწოდების მასშტაბების გაზრდის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებს გლობალური კატასტროფითა და „განადგურებით“ ემუქრება. ამის შესახებ ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამის“ არხზე წერს.

„ვაშინგტონი და ნატო-ს ქვეყნები თუ მიაწოდებენ უკრაინას იარაღს, რომელსაც კიევი მშვიდობიან ქალაქებზე შეტევითი დარტყმებისთვის და ჩვენი ტერიტორიების დაკავებისთვის გამოიყენებს, როგორც ისინი იმუქრებიან, ეს მიგვიყვანს საპასუხო ზომებამდე უფრო მძლავრი იარაღის გამოყენებით“, – წერს ვოლოდინი.

მისი თქმით, კონგრესის წევრებმა, ბუნდესტაგის დეპუტატებმა, საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ და ევროპის სხვა პარლამენტებმა უნდა გააცნობიერონ პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინაშე.

ვოლოდინი წერს, რომ რუსეთს შეიარაღებაში ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს და აუცილებელია უცხოელმა პოლიტიკოსებმა გაიგონ, რომ ეს შეიძლება დასრულდეს მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიით, რომელიც გაანადგურებს მათ ქვეყნებს.

„უსაფუძვლოა არგუმენტები, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს აქამდე არ გამოუყენებიათ მასობრივი განადგურების იარაღი, ლოკალური კონფლიქტების დროს. ეს იმიტომ, რომ ეს სახელმწიფოები არ ყოფილან სიტუაციაში, როდესაც არსებობდა მათი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge