კალიფორნიაში მომხდარ თავდასხმას ათი ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 22.01.2023
- 17:08
კალიფორნიაში, ქალაქ მონტერეის პარკში მომხდარ თავდასხმას, სულ მცირე, ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლოს ანჯელესის ოქლის შერიფის დეპარტამნეტის კაპიტნის, ენდრიუ მეიერის თქმით, კიდევ ათი დაშავებული ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს. ზოგიერთი მათგანის მგომარეობა კრიტიკულია. მისივე ცნობით, თავდამსხმელის დაკავება ვერ მოხერხდა, რადგან იგი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ეჭვმიტანილი მამაკაცია. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
ინციდენტი 21 იანვრის ღამეს მოხდა. მონტერეის პარკში დღის განმავლობაში ჩინური ახალი წლის წინა დღეს მთვარის საახალწლო ფესტივალს აღნიშნავდნენ. ფესტივალს ათასობით ადამიანი ესწრებოდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200