გერმანია წინაარმდეგი არ არის, პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გადასცეს - ანალენა ბერბოკი
- მსოფლიო
- 23.01.2023
- 10:21
გერმანიის მთავრობა წინაარმდეგი არ არის, პოლონეთმა უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტიპის ტანკები გადასცეს, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ფრანგულ ტელეკომპანია LCI-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბერბოკის თქმით, ვარშავას თავისი საცავებიდან უკრაინისთვის გერმანული ტანკების გადაცემის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა ჯერ არ გაუკეთებია.“ჩვენთვის ჯერ არ უთხოვიათ და თუ ისინი გვთხოვენ, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, - განაცხადა ბერბოკმა.
„ჩვენ ვიცით, რამდენად საჭიროა ეს ტანკები, ამიტომ ამ საკითხს ახლა ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ადამიანების სიცოხლის გადასარჩენად და უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად“, - დასძინა ბერბოკმა.
პოლონეთი მზად არის უკრაინას 14 ერთეული ტანკი გადასცეს, თუმცა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით, ბერლინისგან „მკაფიო განცხადებას“ ელოდება.