რუსეთმა ესტონეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა, ესტონეთიდან კი თავისი ელჩი გაიწვია
- მსოფლიო
- 23.01.2023
- 15:25
რუსეთმა ესტონეთიდან ელჩი გაიწვია და რუსეთში ესტონეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ესტონეთის ელჩმა რუსეთი 7 თებერვლამდე უნდა დატოვოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მოსკოვის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტალინმა ესტონეთში რუსეთის საელჩოში თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მოითხოვა. ამის შემდეგ, ესტონეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში გამოიძახეს და ესტონეთის მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადასცეს.
ნოტაში საუბარია „ტოტალურ რუსოფობიაზე“ და რუსეთის მიმართ „მტრობის კულტივირებაზე“.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200