png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინაში რაც ხდება, ეს უკვე არა ჰიბრიდული, არამედ ნამდვილი ომია დასავლეთსა და რუსეთს შორის - სერგეი ლავროვი

  • მსოფლიო
  • 24.01.2023
  • 14:41
უკრაინაში რაც ხდება, ეს უკვე არა ჰიბრიდული, არამედ ნამდვილი ომია დასავლეთსა და რუსეთს შორის - სერგეი ლავროვი

უკრაინაში რაც ხდება, ეს უკვე არა ჰიბრიდული, არამედ ნამდვილი ომია დასავლეთსა და რუსეთს შორის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

 „როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რაც უკრაიანში ხდება, ვამბობთ, რომ ეს უკვე არა ჰიბრიდული, არამედ ნამდვილი ომია, რომელასაც დასავლეთი დიდხანს ამზადებდა რუსეთის წინააღმდეგ, ცდილობდა ყველაფერი რუსულის განადგურებას - ენიდან დაწყებული კულტურით დამთავრებული, რომელიც უკრაინაში ასწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა და ხალხს მშობლიურ ენაზე ლაპარაკს უკრძალავდა“, - თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, უკრაინის ახლანდელი პრეზიდენტი და მისი წინამორბედი არჩევისთანავე რუსოფობებად გადაიქცნენ.

 „უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც და ამჟამინდელი ვოლოდმირ ზელენსკიც, რომლებიც მშვიდობის დამყარების ლიზუნგით აირჩიეს, არჩევისთანავე მყისიერად გადაიქცნენ ომის პრეზიდენტებად, რუსოფობ პრეზიდენტებად“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, უკრაინაში არსებობს კანონები, რომლებიც კრძალვს განათლების მიღებას და მედიასაშუალებებს რუსულ ენაზე. „კანონები, რომლებიც რეალურად კრძალავს რუსული ენის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. რუსულ ენასთან დაკავშირებული ნებისმიერი კულტურული კონტაქტი აკრძალულია. და ამ ყველაფერს მხარს უჭერს დასავლეთი. ისევე, როგორც დასავლეთი მხარს უჭერს ნეონაცისტების რეგულარულ მსვლელობას „სვასტიკებით“, დანაყოფების სიმბოლოებით, რომლებიც აკრძალული იყო ნიურნბერგის ტრიბუნალის მიერ. ამ ყველაფერს დასავლეთი უჭერს მხარს“, – თქვა სერგეი ლავროვმა.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge