png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ასეთი გაბუქებული სათაურების აქციები „ქართულ ოცნებას“ ნოყიერ ნიადაგს უქმნის, შემდეგი არჩევნებისთვის დაარწმუნოს თავისი ამომრჩეველი, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს - ლევან იოსელიანი

  • კომენტარები
  • 24.01.2023
  • 19:48
ასეთი გაბუქებული სათაურების აქციები „ქართულ ოცნებას“ ნოყიერ ნიადაგს უქმნის, შემდეგი არჩევნებისთვის დაარწმუნოს თავისი ამომრჩეველი, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს - ლევან იოსელიანი

ასეთი გაბუქებული სათაურების აქციები, კიდევ უფრო აძლიერებს „ქართულ ოცნებას“ და უფრო ნოყიერ ნიადაგს უქმნის, შემდეგი არჩევნებისთვის დაარწმუნოს თავისი ამომრჩეველი, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა 24 თებერვალს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

იოსელიანის თქმით, ამ აქციაზე იმდენი ხალხი არ მივა, რომ პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიოს.

„ასეთი რაღაცნაირი გაბუქებული სათაურების აქციები, მგონი, ახლა ამას ახალი ეროვნული მოძრაობა დაერქვა, ემსახურება მხოლოდ ერთ საქმეს – კიდევ უფრო აძლიერებს „ქართულ ოცნებას“ და უფრო ნოყიერ ნიადაგს უქმნის, რათა ამ ყველაფრის, ამ რაღაცა უაზრო გზავნილების გათვალისწინებით, შემდეგი არჩევნებისთვის დაარწმუნოს თავისი ამომრჩეველი, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს.

მგონია, რომ ასეთი აქციები ამის გაძლიერებას ემსახურება. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ აქციაზე, ყოველ შემთხვევაში, მათ დაძახილზე იმდენი ხალხი არ მოვა, რომ რაღაცა პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიოს. რაც შეეხება უკრაინაში ომის დაწყების წლისთავს, ამაზე შეიძლება ადამიანები ისედაც გამოვიდნენ და ეს არანაირ კავშირში არ იქნება რომელიმე პოლიტიკური ლიდერის პოლიტიკურ ინტერესთან“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

როგორც ცნობილია, "დროას", "გირჩი-მეტი თავისუფლების", "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა 24 თებერვალს თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია დააანონსეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge