png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთი ახალ შეტევას გეგმავს, ამიტომ უკრაინას მეტი ტანკი და იარაღი სჭირდება - იენს სტოლტენბერგი

  • მსოფლიო
  • 25.01.2023
  • 13:44
რუსეთი ახალ შეტევას გეგმავს, ამიტომ უკრაინას მეტი ტანკი და იარაღი სჭირდება - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრებს მოუწოდა გააძლიერონ კიევის დახმარება, მათ შორის ტანკებითა და სხვა მძიმე ტექნიკით. ამის შესახებ სტოლტენბერგმა გამოცემა  Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა თავისი მიზნები შეცვალა - დომინირებული იყოს უკრაინში, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ის მზად არის მშვიდობისთვის. ის მზად არის მსხვერპლად შესწიროს ათობით ათასი რუსი ჯარისკაცი ამ უსამართლო ომს. მან 200 ათასზე მეტი სამხედროს მობილიზება მოახდინა, გეგმავს კიდევ უფრო მეტის მობილიზებას და აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ მიიღოს მეტი იარაღი სხვა ავტორიტარული ქვეყნებისგან - ირანისგან და ჩრდილოეთ კორეასგან. ვიცით, რომ რუსეთი გეგმავს ახალ შეტევას და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. აი, რატომ არის საჭირო, რომ გავაძლიეროთ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ომების უმეტესობა მოლაპარაკებათა მაგიდასთან სრულდება, მაგრამ ის, რასაც შეიძლება უკრაინამ ასეთი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიოს, განუყოფლად არის დაკავშირებული სამხედრო ვითარებასთან.

 „ამიტომ თუ გვინდა ვიპოვოთ გამოსავალი, რათა უკრაინა გადარჩეს, როგორც სუვერენული და თავისუფალი ქვეყანა, უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ. უკრაინისთვის მეტი მძიმე ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია, აი, რატომ მივესალმები ნებისმიერ განცხადებას უკრაინისთვის მთავარი საბრძოლო ტანკების მიწოდების შესახებ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.  

მისივე თქმით, ამ მომენტისთვის რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია.

 „მაგრამ რუსული საომარი რიტორიკა სრულიად უპასუხისმგებლოა. ის საშიშია. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერასდროს მოიგებს და ამიტომ ის არასდროს უნდა გააჩაღოს. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რასაც რუსეთი აკეთებს და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ცვლილებებს რუსეთის ბირთვულ ძალებში. ეს, რომ ასე ყოფილიყო, რა თქმა უნდა, რეაგირება გვექნებოდა“, - თქვა მან.

შეკითხვაზე, როდის დასრულდება ომი, სტოლტენბერგმა განაცხადა: „არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ომი. რაც ვიცით ის არის, რომ თუ ხვალ გვინდა მშვიდობა, უკრაინას უნდა დავეხმაროთ დღეს. ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ მშვიდობისკენ გზა იარაღის მიწოდებაზე გადის“.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge