ახმეტაში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
- სამართალი
- 26.01.2023
- 11:53
ახმეტაში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ორნი, ძმები არიან. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ის კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა.
გავრცელებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა, ალვანი- ბაბანეურის საავტომობილო გზაზე მოხდა. ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ორი დაშავებული მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200