primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

  • საზოგადოება
  • 27.01.2023
  • 12:02
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

27 იანვარი, 2023- 500 Global აქსელერაციის პროგრამის დემო დღეზე 13 კომპანიის დამფუძნებელი წარსდგა იმ აუდიტორიის  წინაშე, რომელიც  წამყვანი კორპორაციებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან შედგებოდა.

დემო დღე იყო 12 კვირიანი ინტენსიური პროგრამის კულმინაცია, რომლის საშუალებითაც სტარტაპებმა მიიღეს ინდივიდუალური მენტორინგი ბიზნეს სტრატეგიის, ფონდების მოზიდვისა და კომპანიის ზრდის მიმართულებით. კომპანიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მესამე ნაკადში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეირჩნენ. ესენი არიან: Bonpara, Epoint, GOTCHA, iDialogue, Kings, KOVZY, LiveBoard, Praktika, Pyme, QuickShipper, TASS VISION, Text'nPayMe და Voiceloft. ამ კომპანიების დამფუძნებლები არიან შემდეგი ქვეყნებიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია, უზბეკეთი და სხვა. 500 Georgia- ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპები ქმნიან და ავითარებენ ტექნოლოგიებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა: განათლება, ფინანსები, ლოჯისტიკა, WEB3 და სხვა.

სტარტაპების შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://airtable.com/shrNHdipwvI21MrTr/tblBZ3jKgyuTyvvjJ?fbclid=IwAR2DAigRJkXYFY2mEbQusCvcB5FvJohVI4dh42mbBOv6liFqC2BTtXH23WE

ინფორმაციისთვის,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკსა და  500 Global-ს შორის  (500 Startups Incubator L.L.C)  ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ გაფორმდა. 500 Georgia სააქსელერაციო პროგრამა სტარტაპებს საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ გადაამზადებს. შერჩეულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, განივითარონ ცოდნა კომპანიის ზრდის საფუძვლებში, ჩაატარონ ექსპერიმენტები, რომლებიც ორიენტირებულია ძირითადი ბიზნეს მაჩვენებლების ზრდაზე, იმუშაონ ფონდების მოზიდვის სტრატეგიაზე და მიიღონ საერთაშორისო აქსელერაციის გამოცდილება. 500 Georgia-ს სააქსელერაციო პროგრამის მე-4 ნაკადზე განაცხადების მიღება უკვე გახსნილია. სტარტაპებს, რომლებსაც სურთ თავიანთი ზრდის დაჩქარება და საერთაშორისო ცნობადობის მოპოვება, შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი 3 მარტამდე. დამატებითი დეტალები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://500.co/accelerators/500-georgia

500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც 2.7 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ადრეულ ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპ დამფუძნებლებში, რომლებიც აშენებენ სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებსა და კორპორაციებს, შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები, სადაც სტარტაპები შეძლებენ სწრაფ განვითარებას. 2010 წელს დაარსების დღიდან, 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, რომლებიც წარმოადგენენ 2700-ზე მეტ კომპანიას. მისი პორთფოლიო მოიცავს 49 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტია (მათ შორის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). ჩვენი გუნდის 180+ წევრი მუშაობს 27 ქვეყნიდან და აქვთ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის ინტენსიური გამოცდილება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge