დარწმუნებული ვარ, ლევანი პირველივე ტურში 60%-ზე მეტს აიღებს - პეტრე ცისკარიშვილი
- პოლიტიკა
- 27.01.2023
- 16:28
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მეორე ტური საჭირო არ გახდება, - ამის შესახებ ენმ-ში გამართულ ბრიფინგზე პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი ხმების 60%-ზე მეტს აიღებს.
"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მეორე ტური საჭირო არ გახდება, იქიდან გამომდინარე, რომ ლევანი დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში. 50%-ზე მეტს თუ იღებს მეორე ტური საჭირო აღარ არის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ლევანი 60%-ზე მეტსაც აიღებს იმ ინფორმაციიდან, რომელსაც ჩვენ ვფლობთ ჩვენი მხარდამჭერებისგან", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200