გამორიცხული არ არის, რომ ადამიანები, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ - სააკაშვილი
- პოლიტიკა
- 27.01.2023
- 21:47
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებმაც საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, შესაძლოა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ. ამის შესახებ მან Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.
"არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა, არ აღიარებს და ცნობს ჩემ ბრალეულობას და ჩემ მიმართ გამოტანილ განაჩენებს. მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა - ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემ დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ {მთავარი არხის თარგმანი}," - თქვა სააკაშვილმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200