png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აშშ ნადეჟდა სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

  • მსოფლიო
  • 08.03.2016
  • 14:25
აშშ ნადეჟდა სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო დაუყონებლივ გაათავისუფლოს და უკრაინაში დააბრუნოს.

"ღრმად შეშფოთებული ვარ უკრაინელი მფრინავისა და რადას დეპუტატის, ნადია სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც პარასკევიდან მოყოლებული უარს აცხადებს საკვების და წყლის მიღებაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ მისი პატიმრობაში დატოვების გასაპროტესტებლად. უკვე 20 თვეზე მეტი გავიდა, რაც ის უკრაინის აღმოსავლეთში დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდში მან დაკითხვები, იზოლატორში ყოფნა და იძულებითი "ფსიქიატრიული შემოწმებები" გადაიტანა. მისი სასამართლო პროცესი და დაკავება იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი საერთაშორისო სტანდარტებსა და მინსკის შეთანხმებებით დაკისრებული ვალდებულებებს პატივს არ სცემს. ამერიკა კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, დაუყონებლივ გაათავისუფლოს სავჩენკო და დააბრუნოს ის უკრაინაში", - აღნიშნულია ჯონ კერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ცნობისთვის, რომ სავჩენკომ მშრალი შიმშილობა 3 მარტს გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge