png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სანამ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება საპყრობილეში, რა თქმა უნდა, პარტიაში დავრჩები, მერე უკვე მეც გადავწყვეტ ჩემს სამომავლო გეგმებს - კობა ნაყოფია

  • კომენტარები
  • 30.01.2023
  • 11:43
სანამ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება საპყრობილეში, რა თქმა უნდა, პარტიაში დავრჩები, მერე უკვე მეც გადავწყვეტ ჩემს სამომავლო გეგმებს - კობა ნაყოფია

სანამ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება საპყრობილეში და გახლავთ პუტინის პირადი პატიმარი, მე, რა თქმა უნდა, პარტიაში აუცილებლად დავრჩები, მერე უკვე მეც გადავწყვეტ ჩემს სამომავლო გეგმებს, - ამის შესახებ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ "მთავართან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობისთვის აღარ იბრძოლებს.

"პოლიტსაბჭოს არჩევნები არის დაგეგმილი მარტში, ეს ისედაც დაგეგმილი იყო. როდესაც ეს [თავმჯდომარის] არჩევნები გამოცხადდა, ჩემი განცხადებაც იყო ასეთი, რომ რა გვეჩქარება, შეგვეძლო, ყველაფერი ერთად ჩაგვეტარებინა, რომ ამდენი არჩევნები არ ყოფილიყო. ალბათ, მარტში გაიმართება [პოლიტსაბჭოს არჩევნები].

დიდი ალბათობით, [პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობისთვის აღარ ვიბრძოლებ]. დიდი ალბათობით, [მარტში მუშაობას დავასრულებ]. [მელიასა და მისი თანამოაზრეების პარტიიდან გასვლაზე] არ მქონია საუბარი ნიკა მელიასთან, ალბათ, გვექნება, ახლა უკვე შედეგი დამდგარია და ამაზე საუბარი შეიძლება. ალბათ, გადაწყვეტს თვითონ, რა უნდა გააკეთოს მომავალში, არ ვიცი, რა გეგმები აქვს ამ არჩევნების შემდეგ. რაც შეეხება ჩემს პარტიაში ყოფნას, მე ამ პარტიაში ვარ უკვე დიდი ხანია, როგორც მინიმუმ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება საპყრობილეში და გახლავთ პუტინის პირადი პატიმარი, მე, რა თქმა უნდა, პარტიაში აუცილებლად დავრჩები, მერე უკვე მეც გადავწყვეტ ჩემს სამომავლო გეგმებს",- განაცხადა კობა ნაყოფიამ.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge