უკრაინა Abrams-ის ტანკებს 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის მიიღებს - The Washington Post
- მსოფლიო
- 30.01.2023
- 13:28
აშშ უკრაინას Abrams-ის ტანკებს გადასცემს, თუმცა კიევი მათ მხოლოდ 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post იუწყება.
ეს შეფერხება გამოწვეულია იმით, რომ ტანკებს აშშ-ის სამხედრო საცავებიდან არ გაიტანენ და მათ უკრაინისთვის სპეციალურად შეუკვეთავენ.
ამასთან, ტანკები არ იქნება აღჭურვილი ურანის ჯავშნით. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს საიდუმლო კონსტრუქციაა და აშშ-ს არ სურს, რომ ის ბრძოლის ველზე რუსეთის ხელში აღმოჩნდეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200