png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას, ეს არ არის მარტივი, რადგან საქართველოზე ზეწოლა ძალიან მაღალია, ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთიდან - ავსტრიის კანცლერი

  • პოლიტიკა
  • 30.01.2023
  • 17:14
მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას, ეს არ არის მარტივი, რადგან საქართველოზე ზეწოლა ძალიან მაღალია, ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთიდან - ავსტრიის კანცლერი

მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას, ეს არ არის მარტივი, რადგან საქართველოზე ზეწოლა ძალიან მაღალია, ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთიდან, – ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ავსტრიის კანცლერმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა.

„ვისაუბრეთ ასევე იმ თემაზე, რომელიც თითქმის ერთი წელია, ჩვენ, ყველას, ძალიან გვაფიქრებს და გვაშფოთებს. ლაპარაკია უკრაინის ომზე. ადამიანები უაღრეს გაჭირვებაში იმყოფებიან, ომი სულ უფრო მძიმე ხასიათს იძენს და ამით იზრდება ადამიანთა ტანჯვა. საქართველო მართლაც განსაკუთრებულ სიტუაციაშია, ამაზე ბატონმა პრემიერ-მინისტრმაც გაამახვილა ყურადღება. ავსტრიაში საქართველოს ელჩი ყოველთვის მიუთითებს საქართველოს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, რუსი სამხედროები დგანან თქვენი ქვეყნის ტერიტორიებზე და ამას თავისთავად მოაქვს ის რეალობა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა, გარკვეულწილად, სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს.

სწორედ ამიტომ ძალიან მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა ფინანსურ სანქციას. ეს მართლაც არ არის მარტივი, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია, საქართველოს ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთის ფედერაციიდან და ყველაფერთან ერთად, ესეც ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოს მთავრობისთვის, მით უმეტეს ასეთ მძიმე პერიოდში. ამავდროულად, მინდა, ჩემი მხრივ მოგცეთ გარანტია და ვთქვა, რომ საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის და ჩემი მხრიდან აღგითქვათ დახმარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge