png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სააკაშვილი თუ წონაში კლებას გააგრძელებს, მოკვდება - ნევროლოგი თენგიზ წულაძე

  • სამართალი
  • 01.02.2023
  • 15:08
სააკაშვილი თუ წონაში კლებას გააგრძელებს, მოკვდება - ნევროლოგი თენგიზ წულაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასჯელის გადავადების ან მისგან სრულად გათავისუფლების შესახებ სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე გამოიკითხა ნევროლოგო თენგიზ წულაძე, რომელიც ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის ერთ-ერთი წევრია.

წულაძის თქმით, თუ სააკაშვილის სხეულის წონა 52 კგ-ზე ნაკლები იქნება, მისი ორგანიზმი ვეღარ გაუძლებს და მოკვდება.

"თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და სხეულის მასის ინდექსი 14-ზე ნაკლებზე ჩამოვა ანუ 52 კილოზე ნაკლებზე ჩამოვა, მოკვდება, ადამიანი მეტს ვეღარ გაუძლებს" - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ექიმს ჰკითხა, ექსპრეზიდენტი საჭმელს ვერ ჭამს, თუ არ ჭამს.

"თავიდან, როცა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, მაშინ ალბათ არ ჭამდა და ახლა ვეღარ ჭამს. ანორექსია და კახექსია მადის დაქვეითებასა და გულისრევას იწვევს. თან ეს არ არის პაციენტის მართვადი, ასე ადვილად ვერ მართავს ამ ამბავს, მას მკურნალობის თავისი პროტოკოლი აქვს, საკმაოდ რთული". - უპასუხა თენგიზ წულაძემ.

ექიმის თქმით, სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაში წონის კლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, და თუ ამ ტემპით გაგრძელდება, შესაძლოა, "მძიმე შედეგები მოჰყვეს".

წულაძის თქმით, სააკაშვილის შემთხვევაში კახექსია, სავარაუდოდ, მხოლოდ შიმშილით არ არის გამოწვეული, რაზეც მიუთითებს მისი სხვა სიმპტომებიც და ისიც, რომ პაციენტი თითქმის იმავე ოდენობით საკვებს იღებს რასაც მანამდე, თუმცა წონის კლების ტემპი აჩქარებულია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge