ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი
- მსოფლიო
- 02.02.2023
- 11:03
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს. დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა 8. გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქს ისკანდერ-K ტიპის რაკეტებით შეუტიეს.
დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ცნობით, 8 დაშავებულიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა. სამედიცინო დახმარება კი ჯამში 21-მა ადამიანმა მიიღო.
წინასწარი მონაცემებით, კრამატორსკის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 8 მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა, ერთი კი სრულად განადგურდა.
სამართალდამცველებმა ადგილობრივი სკოლის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელეს, სადაც თავშესაფრის პუნქტი იყო განთავსებული.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200