png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

  • მსოფლიო
  • 02.02.2023
  • 12:40
ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს უკრაინა-ევროკავშირის სამიტში.

ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე წერს.

 „სასიამოვნოა კიევში დაბრუნება, უკვე მეოთხედ რუსეთის შეჭრის დაწყებიდან. ამ ჯერზე - ჩემს გუნდთან ერთად“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ევროკავშირი ისევე მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, როგორც მანამდე.

„ჩვენ აქ ერთად ვართ, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი ისევე მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, როგორც ადრე, რათა უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი მხარდაჭერა და თანამშრომლობა“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მასთან ერთად კიევში ჩავიდა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელიც.

„ჩამოვედი კიევში, რათა გადავცეთ ევროკავშირის ძლიერი გზავნილი ყველა უკრაინელს, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანას“, - დაწერა მან Twitter-ზე.

მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით იქნება, ვიდრე ის არ გაიმარჯვებს.

 „რუსეთის ომის დაწყებიდან ევროკავშირის დახმარებამ 50 მილიარდ ევროს მიაღწია.  ევროპა უკრაინასთან ერთად იყო პირველივე დღეებიდან და იდგება მის გვერდით გამარჯვებამდე და აღდგენამდე“, - აღნიშნა ბორელიმ.

უკრაინა-ევროკავშირის სამიტი კიევში 3 თებერვალს შედგება. მანამდე კონსულტაციები გაიმართება ევროკომისიასა და უკრაინის მთავრობის წარმომადგენელთა შორის.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge