png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკეთესი იქნებოდა, ზელენსკის ხელში ის სურათები დაეკავებინა, რომლებიც ასახავდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ქურდულ შემოპარვას - იონათამიშვილი

  • კომენტარები
  • 02.02.2023
  • 13:51
უკეთესი იქნებოდა, ზელენსკის ხელში ის სურათები დაეკავებინა, რომლებიც ასახავდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ქურდულ შემოპარვას - იონათამიშვილი

როდესაც ჩვენი ქვეყანა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, ასეთი განცხადება ცოტა უხერხულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნებ“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

„უკეთესი იქნებოდა, ზელენსკის ხელში ის სურათები დაეკავებინა, რომლებიც ასახავდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ქურდულ შემოპარვას და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას. როდესაც ჩვენი ქვეყანა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, როგორც ჰუმანიტარული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, ასეთი განცხადება ცოტა უხერხულია. მით უმეტეს, იმ სახელმწიფოს მიმართ, ვინც ერთ-ერთი მაგალითია იმის, თუ რა მძიმე შედეგები აქვს ოკუპაციასთან და როგორ შეიძლება, საერთაშორისო სასამართლოებში აწარმოოს დავები ოკუპაციის წინააღმდეგ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
 
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი, მოკლას მიხეილ სააკაშვილი.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge