მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე! - კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე
- კომენტარები
- 02.02.2023
- 18:17
„პროგრესი და სამართლის“ ლიდერი კახა ოქრიაშილის NDI-ის კვლევის შედეგებზე კომენტარს აკეთებს.
„NDI-ის კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 20 % არის უმუშევარი. დასაქმებულების ჯამური რაოდენობის დაახლოებით 30 %-ს, თვიური შემოსავალი აქვს 500 ლარამდე, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ღირსეულ ანაზღაურებად. ეს ხალხი, ფაქტობრივად, უფასოდ შრომობს. ისინი ვერ ჩაითვლებიან დასაქმებულებად.
ეს მარტივი მათემატიკაა, მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე!
პრობლემა სრულად უნდა გააშიშვლო და დაინახო მთელი სიღრმე, რომ შეძლო მისი უკეთესად მოგვარება“, - ამბობს ოქრიაშვილი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200