png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სააკაშვილისთვის, როდესაც შემოგაქვს ერთი ცალი მოხარშული კვერცხი, მაღაზიის სოკოს ცივი შილფლავი და ნაცრისფერი მჭადი, ოთხი ცალი სალათის ფურცელი, შენ ამით დადებით შედეგს ვერ მიიღებ - ნინო ნადირაძე

  • სამართალი
  • 03.02.2023
  • 14:55
სააკაშვილისთვის, როდესაც შემოგაქვს ერთი ცალი მოხარშული კვერცხი, მაღაზიის სოკოს ცივი შილფლავი და ნაცრისფერი მჭადი, ოთხი ცალი სალათის ფურცელი, შენ ამით დადებით შედეგს ვერ მიიღებ - ნინო ნადირაძე

ნივრიანი პურისა და გაჭყლეტილი ნივრის კონკრეტული რაოდენობის მოტანა, არ ვიცი, რაში წერია, მით უმეტეს, ხედავენ, რომ დიაგნოზში არის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კონკრეტული ცვლილებები, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე იკითხება.

„მე ვინც მგონია, რომ არიან პაციენტის გულშემატკივრები, არც მათთან ვიზარებ, თუ წერილობით, თუ ზეპირი სახით, რომ დამეხმარონ, რათა დაარწმუნონ პაციეტი, შესაბამისი კალორაჟი მიიღოს, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. მეტ-ნაკლებ დახმარებას ვგრძნობდი. არ დავასახელებ ამ პიროვნებებს. ნამდვილად იყო მათგან მცდელობა, მომხმარებოდნენ კვებითი რაციონის გაუმჯობესებაში, მაგრამ ის საკვები, რაც მასთან ყოველდღიურად მოდის, მით უმეტეს, ისინი ხედავენ, რომ დიგნოზში არის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კონკრეტული ცვლილებები, მაგალითად, ნივრიანი პურისა და გაჭყლეტილი ნივრის კონკრეტული რაოდენობის მოტანა, არ ვიცი, რაში წერია. ვერ ვხვდები შილაფლავის სოკოთი მოტანა რომელ გაიდლაინში წაიკითხეს. ჩვენმა ენდოკრინოლოგმა ეს ჩაუშალა კალორაჟით, თუ რომელი პროდუქტებია საჭირო და რა რაოდენობით. ეს ყველაფერი მათ აქვთ ძალიან ბევრჯერ ახსნილი. არა მხოლოდ ენდოკრინოლოგის, არამედ მკურნალი ექიმის მხრიდანაც. მე საერთოდ მიკვირს, რომ ამდენი მოწმე დაიკითხა და საერთოდ იგნორირება მოხდა თამარ დავარაშვილის, რომელიც მკურნალი ექიმია და მისი შემოსვლის პირველი წამიდან ის საქმის კურსშია პაციენტის ყველა მონაცემზე, მდგომარეობაზე. რატომღაც მისი აზრი საჭიროდ არ ჩაითვალა, გამოკითხულიყო სასამართლო დარბაზში, ჩემთვის ეს ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს.

არც ერთი თქვენგანი არ შესულხართ და არ გითქვამთ ერთი სიტყვა, მიშა, ჭამე. სააკაშვილს საცივიც უყვარს, ახალ წელს მშვენივრად მიირთვა. მე ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა მიხეილ სააკაშვილს საცივი. ამის დასტური სოფოსგან მაქვს. ხაჭაპურიც უყვარს და გემრიელი საკვებიც. ყოველდღე როდესაც შემოგაქვს ერთი ცალი მოხარშული კვერცხი, მაღაზიის სოკოს ცივი შილფლავი და ნაცრისფერი მჭადი, ოთხი ცალი სალათის ფურცელი, შენ ამით დადებით შედეგს ვერ მიიღებ, მით უმეტეს, თუ ფიქრობ, რომ მძიმე ნაწლავური დაზიანებაა. მე არ ვიცი, ადამიანებში იმედგაცრუება მაქვს, ყველაში იმედგაცრუება მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელს არ შემიშლის, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ვიდრე ის ჩემს კლინიკაში იმყოფება, არ დავიშურებთ არც ძალას, არც წამალს, არც მკურნალობას, არც სხვისი აზრის მოკითხვას მოვერიდებით, ოღონდ მიხეილ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.



გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge