png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჯარის სურსათის მომარაგების სქემასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

  • მსოფლიო
  • 03.02.2023
  • 18:58
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჯარის სურსათის მომარაგების სქემასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, გამოვლენილია მასშტაბური კორუფციული სქემა, რომლის ფარგლებში ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი სურსათის შესაძენად ბიუჯეტიდან გამოყოფილი 3 მილიონი დოლარის უკანონოდ მიტაცების ფაქტი გამოვლინდა.

გამოძიების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის თანამშრომლებმა გააფორმეს შეთანხმება ორი კომერციული სტრუქტურის ხელმძღვანელებთან, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების დისლოკაციის ადგილებში სურსათის მიწოდებას ითვალისწინებდა.

დაკავებულია კომერციული საწარმოს ორი ხელმძღვანელი, რომლებიც სამხედროებს დისლოკაციის ადგილზე სურსათ-სანოვაგის საბითუმო პარტიებს აწვდიდნენ.

"გამოძიების მონაცემებით, ეჭვმიტანილებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების კვებით უზრუნველყოფისთვის საქონლისა და მომსახურების მიწოდებისთვის უკრაინის თავდაცვის სამინისტროსგან გამოყოფილი თანხა მიიღეს, რომელიც გამოიყენეს არა დანიშნულებისამებრ, არამედ ჩრდილოვან, სახელმწიფოს მიერ არაკონტროლირებად ბრუნვაში ჩაუშვეს". – წერია უსაფრთხოების განცხადებაში.

ამასთან, კიევის ოლქში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეთაური, რომელმაც უკანონოდ მიიტაცა 2,4 მილიონი გრივნა, რომელიც ამავე ნაწილში დისლოცირებული სამხედროების კვებაზე უნდა დახარჯულიყო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge