უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია - შარლ მიშელი
- მსოფლიო
- 03.02.2023
- 20:56
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას არ შეწყვეტს, კრემლის მუქარის მიუხედავად და უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი.
ამის შესახებ განცხადება შარლ მიშელმა კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ეს სამიტი აგზავნის ორ მკაფიო გზავნილს: პირველი - თქვენთვის და უკრაინელი ხალხისთვის - ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ყველა შესაძლო გზით. კრემლი ჩვენ ვერ გვაშინებდა და ვერ დაგვაშინებს, რადგან ეროკავშირი და უკრაინა ერთი ოჯახია, მეორე გზავნილი - ევროკავშირში უკრაინის მომავალია. უკრაინელებმა გააკეთეს მკაფიო არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. თქვენი მომავალი ჩენთან ერთად, ჩვენს საერთო ევროპულ კავშირშია“, - განაცხადა მიშელმა.