შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ფოტოებითა და ცნობებით - Freedom House
- პოლიტიკა
- 04.02.2023
- 12:18
არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"შეშფოთებული ვართ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ფოტოებითა და ცნობებით. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მანამ, სანამ ის საპატიმროშია. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, უზრუნველყონ დაუყოვნებლივი და სრული სამედიცინო დახმარება", - წერია განცხადებაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200