png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აშშ უკრაინას 2,2 მლრდ დოლარამდე სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს - პენტაგონი

  • მსოფლიო
  • 04.02.2023
  • 12:34
აშშ უკრაინას 2,2 მლრდ დოლარამდე სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს - პენტაგონი

აშშ უკრაინას 2,2 მილიარდ დოლარამდე ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

მორიგი დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და მაღალი სიზუსტის შორი მანძილის რაკეტებს GLSDB-ს, ასევე HIMARS-ისთვის საჭირო აღჭურვილობას და ჯავშანტექნიკას.

reuters-ის ცნობით, GLSDB-ის მიღების შემდეგ , რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს აღემატება, უკრაინელი სამხედროებისთვის ხელმისაწვდომი გახდება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის მომარაგების ყველა ხაზი, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ნაწილი. აღსანიშნავია, რომ HIMARS-ის მოქმედების რადიუსი 77 კილომეტრს შეადგენს.

პენტაგონის პრესსპიკერის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, აშშ-მა 2014 წლიდან უკრაინას უსაფრთხოების დახმარების სახით 32 მილიარდი დოლარი გამოუყო და 29,3 მილიარდი დოლარი რუსეთის არაპროვოცირებული და უკანონო ინტერვენციის შემდეგ.

„დღეს გამოცხადებული დახმარება მოიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვან საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, რაც დაეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი ხალხი, ასევე ჯავშანტრანსპორტიორებს და სხვა ტექნიკას, რომელსაც უკრაინა ასე ეფექტიანად იყენებს, მათ შორის ჯაველინს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, არტილერიას, აღჭურვილობას და კონვენციურ და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge