6 თებერვლიდან 8 თებერვლის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
- საზოგადოება
- 05.02.2023
- 15:13
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება.
6 თებერვლიდან – აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200