თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 381-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 07.02.2023
- 12:33
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 381-მდე გაიზარდა.
სტიქიის შედეგად დაშავებულია 20 426 ადამიანი.
ორი ძლიერი მიწისძვრა და 185 ბიძგი თურქეთის 11 პროვინციაში, მათ შორის მალათიაში, შანლიურფაში, ოსმანიესა და დიარბაქირში იგრძნობოდა. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრებმა თურქეთში 5 600-ზე მეტი შენობა დაანგრია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში 7 800-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
ქვეყანაში შვიდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200