png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ დღეს ერთად, შეთანხმებულად, მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს - სალომე სამადაშვილი

  • კომენტარები
  • 07.02.2023
  • 15:35
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ დღეს ერთად, შეთანხმებულად, მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს - სალომე სამადაშვილი

„ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებდით, რომ, სწორედ, მიშელის შეთანხმება იყო დეპოლარიზაციის გზა. ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და შემდეგ  „ქართულმა ოცნებამ“ გადააგდო სანაგვეზე. თქვენ ხართ ორი პოლიტიკური ძალა -,,ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, რომლებიც დღეს ერთად შეთანხმებულად მოქმედებთ და ხელს უშლით ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ ყველაფერში შეიძლება ირონიული ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობაც, დამატებით ყველა სხვა პრობლემასთან,  გვევლინება ძალიან სერიოზულ დაბრკოლებად ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, ტყუილია ის გზავნილები, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„არავის გამოუქვეყნებია, მათ შორის, არც ევროკავშირს ანგარიში, რაც შეეხება ჩვენთვის წაყენებული 12 პუნქტის შესრულების თაობაზე. ასეთი ანგარიში ბუნებაში არ არსებობს იმიტომ, რომ არავის დაუწერია.

12 პირობა, რომელიც ჩვენ წაგვიყენეს შეეხება, ჩვენს ქვეყნაში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის საკითხებს და არა იმ ანგარიშს, რომელიც გამოაქვეყნა ევროკომისიამ, თუ რა პროცენტით არის გადმოტანილი ჩვენს კანონმდებლობაში ევროკავშირის რეგულაციები და მათი კანონმდებლობა. ამ თვალსაზრისით, მართლაც, პროგრესი გვაქვს, ოღონდ არავინ დააფუძნებს საკუთარ გადაწყვეტილებას  ამ ანგარიშზე  ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემის დროს“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge