png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისში მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 09.03.2016
  • 13:05
თბილისში მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართება

11 მარტს, 11:00 საათზე სასტუმროში“ჰოლიდეი ინ“-ში,ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ENPARD-ის ფარგლებში მეფუტკრეობის კოოპერატივების პირველი ფორუმი გაიმართება.

ფორუმის ინიციატორიები არიან ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები:მერსი ქორფსი, „ადამიანი გაჭირვებაში“, ქეა საერთაშორისო და ოქსფამი დიდი ბრიტანეთი.

ფორუმს ოფიციალურად გახსნიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე.

აღნიშნული ფორუმი არის საკოორდინაციო პლატფორმა, სადაც მეფუტკრეობის კოოპერატივებს და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, ერთობლივად განიხილონ დარგში არსებული სირთულეები, გამოწვევები და დასახონ პრობლემების გადაჭრის გზები. ფორუმი  ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას მეფუტკრეობის კოოპერატივებს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ  ევროკავშირის,  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის, რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების,  კოოპერატივების და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმის მონაწილეები გაეცნობიან სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ პროგრამებს და ინიციატივებს; ასევე მიიღებენ ინფორმაციას  არსებული საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge