უკრაინამ თურქეთში 87 მაშველი გაგზავნა
- მსოფლიო
- 08.02.2023
- 15:00
უკრაინამ თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო-სამაშველო ოპერაციებში ჩასართავად 87 მაშველი გაგზავნა.
მთავრობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს დაევალა, სამძებრო-სამაშველო რაზმი გაგზავნოს თურქეთში „ან-32“-ის და „ან-26-ის“ თვითმფრინავებით და საავტომობილო ტრანსპორტით. გაგზავნილ 87 ადამიანს შორის თვითმფრინავების ეკიპაჟების 10 წევრია.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 950-ს გადააჭარბა. დაშავებულია 37 ათასზე მეტი ადამიანი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200