თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8 574-მდე გაიზარდა, სირიაში - 2 662-მდე
- მსოფლიო
- 08.02.2023
- 16:14
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 200-ს გადააჭარბა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თურქეთში მსხვერპლის რიცხვი 8 574-ია, ხოლო სირიაში 2 662-ს შეადგენს.
თურქეთში ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 50 000-ს აღემატება.
6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, სტიქიას მასიური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ამ რეგიონისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200