png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მომდევნო თვეებში საზოგადოება კიდევ დაინახავს, რა კოლოსალურ რესურსს ხარჯავს სააკაშვილის გარმეოცვა, არა მის მკურნალობაზე, არამედ კამპანიაში საქართველოს წინააღმდეგ - თალაკვაძე

  • კომენტარები
  • 08.02.2023
  • 16:35
მომდევნო თვეებში საზოგადოება კიდევ დაინახავს, რა კოლოსალურ რესურსს ხარჯავს სააკაშვილის გარმეოცვა, არა მის მკურნალობაზე, არამედ კამპანიაში საქართველოს წინააღმდეგ - თალაკვაძე

არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მომდევნო თვეებში ახალი კონტრაქტები გახდება საჯარო და საზოგადოება კიდევ დაინახავს, რა კოლოსალურ რესურსებს ხარჯავს სააკაშვილის სამეგობრო, ოჯახი და გარმეოცვა, არა მის მკურნალობაზე, არა სამედიცინო პროფესიონალების ჩამოყვანაზე და მკურნალობაში ჩართვაზე, არამედ შავ პიარში და კამპანიაში, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა და ოჯახი ემიგრანტებზე ახდენს ზეწოლას და მოუწოდებს, გადარიცხონ რამდენიმე ასეული დოლარი სააკაშვილის ადვოკატებისთვის დასახარჯ ფონდში.

„ახლა ირკვევა, რომ უკვე მილიონი დოლარი და ეს არის ერთ-ერთი კონტრაქტი, მილიონი დოლარი არის გადახდილი არა ექიმებში, არა ფსიქიატრებში, ფსიქოლოგებში თუ სხვა პროფილის ექიმების მოწვევაში, არამედ შავ პიარში და იმაში, რომ მოხდეს საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს სახელმწიფოს იმიჯის დაზიანება. ვფიქრობ, ემიგრანტები იქნებიან ძალიან გაბრაზებულები, როდესაც გაიგებენ, რომ მათ მიერ შეგროვილი ფული რეალურად იხარჯება მათივე ქვეყნისა და მათივე საზოგადოების შეურაცხყოფისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება როგორმე აიძულონ, გვერდით გადადოს კონსტიტუცია, კანონი და მხოლოდ ერთი ადამიანისთვის მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც პატიმრობაში მყოფი ათი ათასი სხვა პირისთვის არის შეუძლებელი და მიუღწეველი. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, რამდენი მილიონი დოლარიც არ უნდა დახარჯოს შავ პიარში სააკაშვილის გარემოცვამ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge