დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
- პოლიტიკა
- 08.02.2023
- 17:34
დიდმა ბრიტანეთმა, ლონდონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლის დღეს რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.
BBC-ის ცნობით, იუწყება, სანქციების სიაში მოხვდა ექვსი კომპანია, რომლებიც რუსეთს სამხედრო ტექნიკასა და უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდიან. მათ შორის არიან „როსტეხკომპლექსი“, „ობორონლოგისტიკა“ და უპილოტო საფრენი აპარატი ZALA Aero-ს დეველოპერი რუსეთში.
სანქცირებულთა სიაშია ასევე რუსეთის რვა მოქალაქე, რომელთაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირად სიმდიდრესთან და ძალაუფლებასთან აკავშირებენ. ესენი არიან: ბიზნესომბუდსმენი ბორის ტიტოვი, ნავთობის სფეროს მენეჯერი ნიკოლაი ეგოროვი, პროპაგანდისტული მედიასაშუალება „რეგნუმის“ მფლობელი სერგეი რუდნოვი, სვეტლანა კრივონოგიხი და რამდენიმე სხვა ბიზნესმენი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200