primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

მთავარი პროკურატურა მედიაში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გასნცხადებას ავრცელებს

  • სამართალი
  • 30.09.2015
  • 15:23
მთავარი პროკურატურა  მედიაში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გასნცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა მედიაში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გასნცხადებას ავრცელებს. „პრაიმ ნიუ ჯორჯია“ აღნიშნულ განცხადებას გთავზობთ უცვლელად:

„საინფორმაციო საშუალებებით პროკურატურის თანამშრომლების მიერ „საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვის“ - ე.წ. „ნარუშილოვკების“ გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განმარტავს, რომ ნათია მეზვრიშვილი 2013 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და არც მანამდე მას სარგებლობაში არ ჰქონია  ზემოაღნიშნული საშვი.

ნ.მეზვრიშვილის სარგებლობაში არსებულ სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს შს მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებით დამტკიცებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესის  საფუძველზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემულია თანხმობის დამადასტურებელი მოწმობა სატრანსპორტო საშუალებაზე არსებულ დამუქებაზე, რომელიც ნ.მეზვრიშვილის მიერ წარედგინა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დამუქების შემოწმების დროს. ნათია მეზვრიშვილი მისი განმარტებით რამოდენიმეჯერ მართლაც არის გაჩერებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ავტომანქანაზე მინების დამუქების გამო, რა დროსაც ამოწმებენ ხსენებული ნებართვის არსებობას. გუშინ გადაცემა „არჩევანის“ მიერ გავრცელებული ფაქტი ერთ-ერთ მსგავს შემთხვევას ასახავს.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პროკურატურა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს როგორც გამოძიებას, ასევე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას, მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას, კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. აღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად პროკურატურის თანამშრომლები სამსახურეობრივი საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან გამოიყენონ „საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებულ აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვი“.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია რუსთავი-2 მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ სრულად იყო ინფორმირებული, რომ ნათია მეზვრიშვილს არასოდეს ჰქონია სარგებლობაში სპეციალური საშვი, ტელეკომპანიის მხრიდან მაინც მოხდა აღნიშნული არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რასაც ჩვენ ვაფასებთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად. ჩვენს პოზიციას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გავრცელებულ კადრებში არ ჩანდა რა დოკუმენტი მოითხოვა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა და რა წარუდგინა მას მეზვრიშვილმა.

საქართველოს პროკურატურას პროკურატურის მუშაკის ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე, პროკურატურის მუშაკთა მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე შემუშავებული აქვს მკაცრი პოლიტიკა. პროკურატურის არცერთი თანამშრომელი არ სარგებლოს არანაირი პრივილეგიით სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, რაზეც მეტყველებს 2014 წელს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ პროკურატურის თანამშრომლების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  21, ხოლო 2015 წელს შედგენილი 25 ოქმი.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია ახდენს სათანადო რეაგირებას, რაზეც მხოლოდ 2014-2015 წლებში დისციპლინური წესით დასჯილია პროკურატურის 11 თანამშრომელი, მათ შორის ადმინისტრაციული სამართადარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით 6 პირი დათხოვნილი იქნა პროკურატურიდან”, აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge