png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სისხლიანი რეჟიმის დამარცხება შეძლო, იყო ბიძინა ივანიშვილი - კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 13.02.2023
  • 17:12
ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სისხლიანი რეჟიმის დამარცხება შეძლო, იყო ბიძინა ივანიშვილი - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მისამართით „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა გასაგებია, რადგან ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, მოსულიყო პოლიტიკაში, მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება მოჰყვა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა,  ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სისხლიანი რეჟიმის დამარცხება შეძლო, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო.

„ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ქველმოქმედი, მეცენატი ადამიანი, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. რომელი ერთი პროექტი ჩამოვთვალო - სკოლების აშენება, ბაღების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, ქართული ჯარისთვის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება. ძალიან ბევრია ასეთი პროექტი, თუნდაც კულტურის მიმართულებით, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, იყო 2012 წელს მისი გადაწყვეტილება, პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ეს იყო რეჟიმი, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება მოუტანა საქართველოს, გააუბედურა ოჯახები, ბიზნესი. გვახსოვს, როგორი მმართველობა იყო. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ამ რეჟიმის დამარცხება შეძლო, იყო ბიძინა ივანიშვილი. მან ირგვლივ შემოიკრიბა სრულიად საქართველო და მშვიდობიანი გზით დაასრულა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც გარკვეული წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge