ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, არიან დაშავებულები
- საზოგადოება
- 15.02.2023
- 19:45
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. კაბინაში ცხრა ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ხუთი კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.
ფოტო: რუსთავი2
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200